უკრაინასთან დაკავშირებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები, უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს 10 იანვარს გამართავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალების გასარკვევად, "ამერიკის ხმის" უკრაინული რედაქცია, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დაუკავშირდა.
როგორც პრესსპიკერმა წერილობით განცხადებაში აღნიშნა, ნატოს ერთიანი პოზიცია აქვს რუსეთის პირისპირ. თუმცა, პრესსპიკერის თქმით, ალიანსი მიიჩნევს, რომ საჭიროა, დიპლომატიური არხების გამოყენება.
ასევე ნახეთ: პუტინის მუქარანარევ განცხადებებს დასავლეთი მწყობრი პოზიციით პასუხობს„პრეზიდენტ ბაიდენის მიდგომა უკრაინაზე ნათელი და თანმიმდევრულია: გააერთიანოს ალიანსი ორი მიმართულებით: შეკავება და დიპლომატია. ჩვენ ერთიანი ვართ, როგორც ალიანსი, იმ შედეგებზე რაც რუსეთის უკრაინაში გადაადგილებას მოჰყვება“, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, „ამერიკის ხმისთვის“ მიწოდებულ წერილობით პასუხში.
საბჭოს აცხადებს, რომ მხარეები საკუთარ უკმაყოფილებებს გამოხატავენ და გამოთქვამს იმედს, რომ გარკვეულ სფეროებში პროგრესი მიღწეული იქნება, თუმცა დასძენსს, რომ ცალკეულ შემთხვევაში შეთანხმება ნაკლებად მოსალოდნელია.
„როდესაც სასაუბროდ დავსხდებით, რუსეთს შეუძლია თავისი შეშფოთებები მაგიდაზე წარმოადგინოს. ჩვენც, რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებებს, მოლაპარაკებების მაგიდაზე წარმოვადგენთ. იქნება სფეროები, სადაც შეგვიძლია პროგრესს მივაღწიოთ. ასევე, იქნება სფეროები, სადაც ვერ შევთანხმდებით. სწორედ ეს არის დიპლომატია“ - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი.
ასევე ნახეთ: აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებები 10 იანვარს გაიმართებაორმხრივი მოლაპარაკებები ბირთვული იარაღის კონტროლისა და უკრაინის საკითხებზე იქნება ფოკუსირებული. შეხვედრის თარიღი და ადგილი, საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ საუბრისას, ასევე დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.
რუსეთი უარყოფს, უკანასკნელ პერიოდში, შეერთებულ შტატებსა და კიევში გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ 2022 წლის დასაწყისში, მოსკოვი გეგმავს უკრაინაში შეჭრას. შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები მოსკოვს უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში მკაცრი შედეგებითა და ეკონომიკური სანქციებით დაემუქრნენ.