ომის მესამე ზამთარი უკრაინაში - სამხედრო ექსპერტების მოლოდინი
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 32-ე თვეს, სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი შიშობს, რომ კონფლიქტი შეიძლება ჩიხში შევიდეს. კიევს კვლავ არ მიუღია შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება. ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, წინ კიდევ ერთი მკაცრი, ბნელი და ცივი ზამთარია.