უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროებამ შეიძლება თვეში 5 მილიარდ დოლარს მიაღწიოს

უკრაინის საგარეო დაფინანსების საჭიროებები 2023 წლისთვის, შესაძლოა თვეში, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი იყოს. თუმცა ეს პოზიტიური პროგნოზია და იმ შემთხვევაში, თუ რუსული დაბომბვა „კიდევ უფრო დრამატული“ გახდება, მაშინ ხარჯები 5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, ამბობს, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი" უკრაინის ოფიციალურ პირებთან ერთად მუშაობს, რათა განსაზღვროს ქვეყნის მაკროეკენომიკური პოლიტიკა და ის, თუ რა საჭიროებები ექნება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის მისაღებად.

გეორგიევას თქმით, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" თანამშრომლები გასულ კვირას შეხვდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ვენაში, რათა განეხილათ ქვეყნის ფინანსური საჭიროებები.

ასევე ნახეთ: აშშ უკრაინისთვის HAWK-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობის გადაცემას განიხილავს - როიტერი

გეორგიევამ მტკიცედ დაუჭირა მხარი უკრაინის მოწოდებებს ფინანსური საჭიროებებისა და მხარდაჭერის კოორდინაციის მექანიზმის შესახებ. იგივე მესიჯი გააჟღერეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ და სხვა მომხსენებლებმა ბერლინში გამართულ კონფერენციაზე.

გეორგიევამ შეაქო უკრაინელი ლიდერები "განსაკუთრებით რთულ დროს" ეკონომიკის სწორი მართვისთვის. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ასევე გასცა 35 მილიარდი დოლარის დახმარების პირობა ქვეყნის მხარდასაჭერად 2022 წელს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის უზრუნველყოფას, რომ დაპირებული თანხა სწრაფად გადაეცეს უკრაინას.