უკრაინის არმიის კონტრშეტევა: რა მიმართულებით იქნება მთავარი დარტყმა?
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინის არმიამ დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქებში ბოლო ერთი კვირის მანძილზე რამდენიმე სოფელი დაიბრუნა. თუმცა, რა მიმართულებით განვითარდება მთავარი კონტრშეტევა, ჯერ ისევ საიდუმლოდ რჩება. ექსპერტების აზრით, კონტრიერიში, რომელსაც უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რთული და ხანგრძლივი იქნება.