ათეულობით დემონსტრანტი გამოვიდა ჩინეთიდან ევაკუირებული უკრაინელების წინააღმდეგ, რომლებიც კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიცენტრიდან, ვუჰანიდან უკრაინაში გადააფრინეს. კიევს ევაკუირებული მოქალაქეები 14-დღიანი კარანტინის გასავლელად, პოლტავას რეგიონში მდებარე ნოვიე-სანჟარის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადაჰყავდა.
ადგილზე მისულმა დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს, შემდეგ მათ ცეცხლი წაუკიდეს და ავტობუსებს ქვები დაუშინეს. საქმეში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები ჩაერთო. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, მეტი თანაგრძნობა გამოეჩინათ.
უკრაინას ჯერ კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები არ აქვს. ვუჰანში მყოფი უკრაინის ის მოქალაქეები, რომელთაც მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ, თვითმფრინავზე არ დაუშვეს.