პუტინმა პირობა დადო, რომ უკრაინას გაზის ტარიფს ერთი მესამედით შეუმცირებს და 15 მილიარდ დოლარს ასესხებს
უკრაინის პრემიერ მინისტრი მიკოლა აზაროვი აცხადებს, რომ რუსეთისგან მიღებული ეკონომიკური მასტიმულირებელი პაკეტი ქვეყანას გაკოტრებისგან დაიცავს. ამ ფონზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში დემონსტრაციებს აგრძელებენ.
აზაროვმა ეს განცხადება დღეს გააკეთა, გუშინ კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოსკოვში მოლაპარაკება გამართეს. პუტინმა პირობა დადო, რომ უკრაინას გაზის ტარიფს ერთი მესამედით შეუმცირებს და 15 მილიარდ დოლარს ასესხებს.
უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იანუკოვიჩმა უკრაინის ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებლობა და ქვეყნის თითოეული მოქალაქის მომავალი გადააბარა.