უკრაინამ ირანის მიერ ჩამოგდებული ბოინგის შავი ყუთი მოითხოვა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა გაავრცელა. მათი თქმით, ყველა ზომა მიღებულია, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა ჩანაწერი და მტკიცებულება უკრაინას სწორად გადაეცემა შემდგომი გამოძიებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის და ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი შეთანხმდნენ და ორივე ქვეყნის ექსპერტები ერთად იმუშავებენ გამოძიებაზე. ზელენსკის თქმით, ის ასევე ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გამოძიებას ფრანგი ექსპერტებიც დაეხმარებიან.
ირანმა თავიდან თქვა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა მისმა მექანიკურმა პრობლემებმა გამოიწვია. მან მხოლოდ, რამდენიმე დღის შემდეგ აღიარა, რომ თვითმფრინავი ხელისუფლებამ შემთხვევით ჩამოაგდო და ის ამერიკულ სამხედრო-სადაზვერვო თვითმფრინავში აერია. თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.