ოთხშაბათს, თეირანის იმამ ჰომეინის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალუ ქსელ "ფეისბუკში" უკვე მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს. ზელენსკიმ ქვეყნის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს დაავალა საგანგებო სამუშაო ჯგუფის შექმნა და ასევე დასძინა, რომ გამოძიების შედეგებისგან დამოუკიდებლად, უკრაინა შემოწმებას ჩაუტარებს ყველა სამოქალაქო ავიახაზს.
ამასობაში, უკრაინამ 9 იანვრიდან აკრძალა ყველა ფრენა ირნის ტერიტორიის თავზე.
Facebook Forum