პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერებმა კანონმდებლებმა უკრაინის რადაში ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიზანიც ოპოზიციის მიერ გამართული დემონსტრაციების შეზღუდვაა.
450 წევრიან პარლამენტში კანონს მხარი 235 დეპუტატმა დაუჭირა. კანონის თანახმად, წინასწარი ნებართვის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე იკრძალება კარვების დადგმა, დემონსტრაციების წარმართვისთვის საჭირო პოდიუმების მოწყობა და დინამიკებისა და რუპორების გამოყენება. კანონის დამრღვევებს 640 დოლარის ოდენობის ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა შეეფარდებათ. კანონი ორგანიზაციებსაც უკრძალავს დემონსტრაციების მხარდაჭერას. კომპანია, რომელიც მომიტინგეებს ნაგებობით ან აღჭურვილობით უზრუნველყოფს 1275 დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის ან კომპანიის თანამშრომელი 10 დღიანი პატიმრობით მოიხდის სასჯელს.
კანონთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა ღრმადაა შეშფოთებული რადის მიერ სადავო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით. ზოგირეთი მიღებული აკრძალვა შეზღუდავს ადამიანების სიტყვის თავისუფლების და მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლებას, მედია თავისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას.
ამერიკა უკრაინის მთავრობას სთხოვს იხელმძღვანელოს და დაიცვას ეუთოს დემოკრატიული პრინციპები.