უკრაინა ნატოში დაჩქარებული წესით შესვლას ითხოვს და განაცხადს აკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტი ტელეგრამის არხში ავრცელებს. ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინული და საერთაშორისო გამოცემებიც.
ზელენსკიმ გადაწყვეტილება უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ მას შემდეგ გაახმაურა, რაც პუტინმა უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსია მოახდინა.
ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა.
ასევე ნახეთ: კრემლი: ანექსირებულ ტერიტორიებზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული"დე ფაქტოდ უკვე გავიარეთ ჩვენი გზა NATO-სკენ. დე ფაქტოდ უკვე დავამტკიცეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან თავსებადობა. ისინი რეალურია უკრაინისთვის - რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთქმედების ყველა ასპექტში. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით ერთმანეთს და ვიცავთ ერთმანეთს. სწორედ ესაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.
დღეს უკრაინა აკეთებს განაცხადს, რომ ეს დე იურედ მოხდეს. პროცედურით, რომელიც შეესაბამება ჩვენი მთელი საზოგადოების დაცვის ჩვენებურ მნიშვნელობას. დაჩქარებული წესით.
ვდგამთ ჩვენს განმსაზღვრელ ნაბიჯს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადზე ხელმოწერით,"- ნათქვამია განცხადებაში.