ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში იმყოფება. ის ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს. დღის წესრიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ქმედებები და სამხედრო შენაერთების გაძლიერება. ასევე კოალიციის ქმედებები ავღანეთში.
ენტონი ბლინკენმა სამი კვირის წინ ნატოს მინისტერიალშიც მიიღო მონაწილეობა. ბლინკენმა მაშინ მოკავშირეებთან ურთიერთობის განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდაბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. მათ რუსეთის მიერ სასაზღვრო ზონასთან სამხედრო შენაერთების მობილიზების საკითხი განიხილეს. ბოლო დროს, რუსეთის ქმედებებმა შეერთებულ შტატებში და სხვა დასავლურ სახელმწიფოებში შეშფოთება გამოიწვია.
ბლინკენი ამ თემაზე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსაც ესაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხის შესახებ არსებობს თანხმობა, რომ "რუსეთმა უნდა დაასრულოს მისი სახიფათო სამხედრო მობილიზება და მიმდინარე აგრესია უკრაინის საზღვრებთან".
უკრიანის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა იენს სტოლტენბერგმაც და თქვა, რომ "ნატო დგას უკრაინის გვერდით".