ბრიტანეთი ამერიკის მსგავსად, ავღანეთში ჯარებს შეამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ავღანეთში ჯარემის შემცირების თაობაზე, სავარაუდოდ, ბრიტანეთიც გაიზიარებს. ქვეყნის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის განცხადებით, ბრიტანეთი განაგრძობს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას და მის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

პენტაგონმა სამშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, იანვრის შუა რიცხვებამდე ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება - 4 500-დან 2 500-მდე.

ასევე ნახეთ: ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ახალი თარიღები და განსხვავებული მოსაზრებები


ბენ უოლესი ამბობს, რომ არც ამერიკა და არც ბრიტანეთი ავღანეთს სრულად ამ ეტაპზე არ ტოვებენ. მისივე თქმით, ბრიტანეთს ახლა შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, მისი უდიდესი მოკავშირის გარეშე დამოუკიდებლად იმოქმედოს.

უოლესი ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრთან ერთად სამომავლო გეგმებს დასახავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები მაშინ, როდესაც ასეთ პროცესებს ერთ-ერთი ძლიერი მხარე დატოვებს. "თუკი ამერიკა ცალმხრივად გამოვა რომელიმე ამ ქვეყნიდან, ჩვენთვის ეს გამოწვევაა".