ბრიტანეთმა 22 ადამიანს, აქედან რუსეთის 14 მოქალაქეს აქტივები გაუყინა, სანქციები დააკისრა და მოგზაურობაზე აკრძალვები დაუწესა. სანქცირებულ პირებს თაღლითობაში და კორუფციაში მონაწილეობაში ედებათ ბრალი. ეს ბრიტანეთის მთავრობის მიერ გლობალური მაგნიტსკის აქტის გამოყენების პირველის შემთხვევაა. ლონდონის აცხადებს, რომ ნაბიჯი საერთაშორისო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ასევე ნახეთ: გერმანიის საგაერო საქმეთა მინისტრი უარს ამბობს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზედიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა პარლამენტარებს უთხრა, რომ დაწესებული სანქციები უზრუნველყოფს იმას, რომ ბრიტანეთი „ჭუჭყიანი ფულის სამოთხედ“ არ იქნას გამოყენებული.
„კორუფციას დამანგრეველი ეფექტი აქვს, რადგან ის განვითარებას ანელებს, ღარიბი ქვეყნების ქონების გადინებას უწყობს ხელს და ხალხის სიღატაკეში დარჩენას იწვევს. ის დემოკრატიის ჭას წამლავს“, განაცხადა სააბმა.
სანქცირებული 14 რუსს ბრალად ედება 230 მილიონი დოლარის ოდენობის საგადასახადო თაღლითობა. მათთან ერთად სანქციები გავრცელდება სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახის წევრებზე. გუფთას ბიზნესის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მიესალმება სანქციებს და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი გლობალურ კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილია.