ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ევროპაში ყველაზე მაღალია

გაერთიანებული სამეფოში, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 38 ათასს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ყველაზე მაღალია, სწორედ ამიტომ, იზრდება კითხვები, რამდენად კარგად ართმევს თავს შექმნილ კრიზისს პრემიერი ჯონსონი.

ცოტა ხნის წინ, ბორის ჯონსონმა, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ადამიანები სამსახურში უნდა დაბრუნდნენ და რეკომენდებულია, შინ დამზადებული ნიღბების ტარება. პრემიერ-მინისტრს ოპოზიცია სხვადასხვა მიზეზით აკრიტიკებს, მათ შორის მასობრივი ტესტირებების დაგვიანების გამო.

მარტში, ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობდნენ რომ თუ პანდემიის გამო, ბრიტანეთში 20 000 ადამიანი გარდაიცვლებოდა, „კარგი გამოსავალი იქნებოდა.“ აპრილში, სააგენტო როიტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობის ყველაზე ცუდი მოსალოდნელი სცენერით, ქვეყანაში მოსალოდნელი გარდაცვლილთა რაოდენობა 50 000 იყო.