ბრიტანეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინით აცრილ ადამიანებში, თრომბოზული მოვლენების 30 შემთხვევა აღირიცხა. სულ ქვეყანაში აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინის 18.1 მილიონი დოზაა ადმინისტრირებული.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი "ასტრაზენეკას" ვაქცინის შეჩერების წინააღმდეგია
განცხადება ხუთშაბათს ბრიტანეთის მთავარმა მარეგულირებელმა გააკეთა. მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ ისიც თქვა, რომ მსგავსი მოვლენები მათ არ დაუფიქსირებიათ "ფაიზერის" და "ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინის შემთხვევაში. სააგენტო ისევ იმეორებს, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება მის შესაძლო უსაფრთხოების რისკებს, თუნცაც ეს თრომბის განვითარების რისკები იყოს.
ასევე ნახეთ: გააგრძელეთ "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღება, ეუბნება ჯანმო ევროპას