უკრაინაში რუსეთის შეჭრის პრევენციის მიზნით, დღეს რუსეთში ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ჩავიდა. ბენ უოლესი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში რუს კოლეგა სერგეი შოიგუს შეხვდა.
უოლესის და შოიგუს შეხვედრა გარკვეულწილად ისტორიული იყო, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები ერთმანეთს 2013 წლის შემდეგ არ შეხვედრიან, როცა შოიგუ ლონდონში იმყოფებოდა. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი კი მოსკოვში 2001 წლის შემდეგ არ ყოფილა.
ასევე ნახეთ: ევროპის უსაფრთხოების უდიდესი კრიზისი - ბორის ჯონსონიუოლესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრიტანეთი სიტუაციის დეესკალაციის და ისეთი დიპლომატიური გადაწყვეტილების ერთგული რჩება, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს. მოლაპარაკებაზე მხარეები მინსკის პროტოკოლის დანერგვის მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.
ბენ უოლესის ვიზიტს ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ლიზ ტრასის, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი მოსკოვში. ტრასმა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს მოუწოდა უკან გაიყვანოს უკრაინის საზღვართან თავმოყრილი 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა. ვიზიტის განმავლობაში ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამას „მასშტაბური შედეგები მოჰყვება და ეს ქმედება ძვირი დაჯდება“.