ამერიკამ ავღანეთში დიპლომატიური საქმიანობა შეწყვიტა, თუმცა მუშაობას ყატარიდან განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ავრცელებს. ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა განაგრძობს “განუწყვეტელ“ მცდელობას გამოიყვანოს ხალხი ავღანეთიდან, იმის მიუხედავად, რომ ამერიკულმა ჯარმა ქაბული დატოვა.
ბლინკენის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბოლო ამერიკულმა თვითმფრინავმა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი დატოვა. ათასობით ავღანელი, რომელსაც ქვეყნიდან გაქცევა სურდა, თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. ორშაბათის მონაცემებით, დასავლურმა ჯარებმა 15 აგვისტოს შემდეგ 122,000 ავღანელის ევაკუაცია მოახერხეს.
ასევე ნახეთ: ავღანელების მხარდასაჭერად ნიუ-იორკში დემონსტრანტები ქუჩაში გამოვიდნენბლინკენის თქმით, ამერიკა ავღანეთთან დიპლომატიურ საქმიანობას ყატარის დედაქალაქ დოჰადან განაგრძობს და ამ საქმიანობაში იგულისხმება საკონსულო მომსახურება, ანუ ვიზების გაცემაც. ამ საქმეს იან მაკკერი, ამერიკის ავღანეთში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გაუძღვება.
„ავღანეთში ამერიკის ჩართულობის ახალი თავი დაიწყო. ამჯერად ჩვენ დიპლომატიით ვიხელმძღვანელებთ“,- თქვა ბლინკენმა და დაამატა, რომ ამერიკა „განაგრძობს ამერიკელების, უცხოელებისა და ავღანელების დახმარებას ავღანეთის დასატოვებლად, თუ ისინი ამას გადაწყვეტენ“.
ბლინკენის თქმით, ახლა ავღანეთში 100-ზე მეტი ამერიკელია, რომელსაც ქვეყნის დატოვება სურს. ამ დროისთვის ავღანეთიდან 6,000-ზე მეტი ამერიკელია ევაკუირებული.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგოამერიკელი სამხედროების მიერ ტერიტორიის დატოვებისა და ავღანეთის მთავრობაში თალიბანის მოსვლის შემდეგ, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის ბედი გაურკვეველია. ის ბოლო წერტილი იყო, რომელსაც დასავლური ძალები აკონტროლებდნენ და საიდანაც მოსახლეობას ქვეყნის დატოვება შეეძლო. ბლინკემა თქვა, რომ ვაშინგტონი მუშაობას ახალი გზების მოძიებაზე იმისთვის, რომ ავღანეთის დატოვების მსურვებლებს დაეხმაროს.