ნატოს უსაფრთხოების ალიანსი ავღანეთში აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. ამით 2019 წელს დაღუპულ ამერიკელთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცთა ვინაობა ჯერ არ იქნება გამხელილი, სანამ მათ ოჯახის წევრებს ამის თაობაზე არ აცნობებენ. სხვა დეტალები ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმის გარემოებების შესახებ არ გავრცელებულა.
თუმცა დაჯგუფება "თალიბანის" მცირე განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშაბათს მისი ჩასაფრებული მებრძოლები ამერიკელ ჯარისკაცებს ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია უარდაკში თავს დაესხნენ თავს. თუმცა დადასტურებული არ არის გულისმხობდა, თუ არა ის ზუსტად იმავე ტავდასხმას, რომელმაც ეს ჯარისკაცები იმსხვერპლა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მომხდარს "ტრაგედია" უწოდა და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.