ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელმანდში ავიაიერიშს მსხვერპლი მოჰყვა


ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ავია-დარტყმებმა შეცდომით 17 სამთავრობო ჯარისკაცი და 14 სხვა ადამიანი იმსხვერპლა.

უსაფრთხოების ადგილობრივმა თანამშრომელმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, „ამერიკის ხმასთან“ აღნიშნა, რომ მსხვერპლის რაოდენობა სიმართლეს შეესატყვისება და რომ აფეთქება ჰელმანდის დედაქალაქში მოხდა. იქ პოლიცია აქტიურად იბრძვის თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამერიკის მხარდაჭერით მებრძოლმა „მტკიცე მხარდაჭერის მისიამ“ ეს თავდასხმა, ავღანელი პარტნიორების თხოვნით განახორციელა თალიბთა მეამბოხეების გახშირებული თავდასხმების მოსაგერიებლად. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ამბოხებულებს ავღანელმა ძალებმა დიდი ზარალი მიაყენეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG