შეერთებულმა შტატებმა 10 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინას 20 მილიარდი დოლარის სესხი გადასცა, რაც გაყინულ რუსულ აქტივებზე მიღებული პროცენტის მიღებით გახდა შესაძლებელი. ეს ნაწილია იმ 50-მილიარდიანი პაკეტისა, რომელზეც ზაფხულში ე.წ. "დიდი შვიდეულის" ქვეყნები შეთანხმდნენ.
ბაიდენის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ სესხს უკრაინისთვის წლის ბოლომდე გასცემს, რადგან ზუსტად არავინ იცის, არჩეული პრეზიდენტი, გააგრძელებს თუ არა უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერის ამჟამინდელი პოლიტიკას დონალდ ტრამპი.
ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 20 იანვარს დაიკავებს, არაერთხელ გააკრიტიკა ამერიკის მიერ უკრაინისთვის გადაცემული დახმარების ოდენობა. მან ასევე თქვა, რომ მხარს დაუჭერს ე.წ "ლენდ-ლიზის" პროგრამას.
უკრაინა დიდწილადაა დამოკიდებული ამერიკისა და ევროპის სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე. 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც უკრაინამ აპრილში მიიღო, მეხუთეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში ომი დაიწყო. თუმცა, დახმარების ბოლო ტრანში, სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში ამოიწურება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ "დიდი შვიდეულის" 50 მილიარდი დოლარის სესხი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს იმისთვის, რომ უკრაინას საკმარისი სახსრები და იარაღი ჰქონდეს, თავის დასაცავად.
"დიდი შვიდეულის" სესხი დაეხმარება უკრაინას ჰქონდეს რესურსები, რომლებიც მას სჭირდება სასწრაფო დახმარების სამსახურების, საავადმყოფოებისა და მისი მამაცი წინააღმდეგობისთვის სხვა საფუძვლების შესანარჩუნებლად", - თქვა ამერიკის ხაზინის მდივანმა ჯენეტ ილენმა და დასძინა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა დაეხმარება კიევს "დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას".