ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პოლონეთთან 3,75 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში, 116 General Dynamics (GD.N) წარმოების M1A1 Abrams ტანკების მიყიდვის შესაძლებლობა დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ არ ახალისებს რუსეთში თავდასხმებსპოლონეთმა, იმავე მწარმოებლის M1A2 ტიპის 250 ტანკის შეძენის დასტური რამდენიმე თვის წინ მიიღო. ვარშავა ცდილობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით შექმილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას მოერგოს და თავისი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებაზე მუშაობს.
პენტაგონის ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს დაზიანებული ტანკების ევაკუაციის საშუალებებს, რვა ე.წ თავდასხმის ხიდს და სხვა აღჭურვილობას. პენტაგონის თქმით, ის ასევე უზრუნველყოფს ათასობით ამუნიციას მოწინავე საბრძოლო მასალისთვის, მათ შორის ჯავშანჟილეტის, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური დახმარების ჩათვლით.
პენტაგონის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ, შეიარაღების შესაძლო გაყიდვის შესახებ კონგრესს სამშაბათს აცნობა.
ასევე ნახეთ: უნგრეთმა უკრაინის დახმარება დაბლოკა, ევროკავშირმა კი ბუდაპეშტს დახმარება შეუჩერასახელმწიფო დეპარტამენტის დამტკიცების მიუხედავად, არ არის ოფიციალური მითითება იმის თაობაზე, გაფორმებულია თუ არა უკვე ხელშეკრულება ან დასრულებულია თუ არა მოლაპარაკებები.