ამერიკა-კანადის საზღვარი იკეტება

მიმოსვლა იზღუდება ამერიკისა და კანადის საზღვარზე. გადაადგილების უფლება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა. მისი თქმით, კონკრეტული დეტალები შეზღუდვის თაობაზე მოგვიანებით გამოცხადდება.

"ორმხრივი თანხმობის საფუძველზე, ჩვენ დროებით დავხურავთ ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარს კანადასთან არა-აუცილებელი მოძრაობისთვის. ვაჭრობას ხელი არ შეეშლება. დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი" - დაწერა ტრამპმა.