კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს შორის დადასტურდა კანადის პრემიერის ცოლის, ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრის და საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" ვარსკვლავის სახელები. რამდენიმე დღის წინ დიაგნოზი მსახიობ ტომ ჰენქსს და მის მეუღლეს, ასევე ბრიტანეთის ერთ-ერთ მინისტრს დაუდასტურდა.
გლობალურად, ვირუსით 135,000 ადამიანია დასნებოვნებული. ამ დრომდე ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად მსოფლიოში 4,900 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნების მთავრობები და ცენტრალური ბანკები საგანგებო ზომებს ამუშავებენ ვირუსის გავრცელებით მიყენებული ეკონომიკური ზარალის გადასალახად, რაც ფინანსური ბაზრების დანაკარგების ანაზღაურებასაც მოიცავს. პარალელურად, არაერთი სხვადასხვა ტიპის მასობრივი ღონისძიების გაუქმება ან გადავადებაც ხდება. მათ შორის ასახელებენ ბოსტონის მარათონს, სპორტულ შეჯიბრებებს, კონცერტებს და სპექტაკლებს.
ამ ფონზე, თეთრი სახლი და ამერიკელი კანონმდედბლები ახალი ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამუშავებენ. ექსპერტების ვარაუდით, ვირუსის გავლენა შეიძლება გაიზარდოს კიდეც, თუ არასაკმარისი ტესტირებები ჩატარდა, ან აღმოჩნდა, რომ ჩინეთი თავდაპირველად მალავდა ვუჰანში დაღუპულთა რაოდენობას.
Facebook Forum