ორი წელი: ვინ გასცა აფგან მუხთარლის გატაცების ბრძანება?
Your browser doesn’t support HTML5
თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებიდან 2 წელი გავიდა. ვინ გასცა მუხთარლის გატაცებისა და აზერბაიჯანისთვის გადაცემის ბრძანება ისევ უცნობია, ისევე როგორც ვინ აღასრულა ეს უკანონო საიდუმლო ოპერაცია. მეორე წელია საქართველოში გამოძიება ადგილიდან არ იძვრის.