ახალი კორონავირუსის არსებობის შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელებაში ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ადანაშაულებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯერ ტვიტერზე დაწერა შემდეგ კი პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ დაგვიანდა რეაგირება და ქვეყნების ახალ ვირუსთან დაკავშირებით გაფრთხილება. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ქვეყნებს არ მიეწოდათ დროული ინფორმაცია ვირუსის შესახებ. შეერთბიულ შტატებში ასევე ვარაუდონებ, რომ შესაძლებელია ამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ჩინეთს გაცილებით ადრე ჰქონოდათ. ამის გამო აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს გადახედოს დაფინანსებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად აწვდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
პრეზიდენტი ტრამპი ასევე ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის პოზიციას იჭერს და დასძენს, რომ ჯამომ არათუ დროზე არ მოახდინა მსოფლიოსთვის ინფორმაციის მიწოდება, არამედ როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთთან ფრენები გააუქმა, ორგანიზაციამ თეთრი სახლის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
რა ტიპის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქნციები და რამდენ ხანს გასტანს ისინი, ამ დრომდე უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უდიდესი დამფინანსებელი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია, ამიტომ არ არის გამორიცხული დაფინანსების შეწყვეტის ან შემცირების გამო ორგანიზაციას პრობლემები შეექმნას.
თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპის განცხადების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა. მანამდე კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია დროულად გამოაცხადა და არ დაუგვიანებია მითითებებიც ქვეყნებისთვის თუ როგორ უნდა ემოქმედათ პანდემიის დროს.