თურქული ლირა ოთხშაბათს 7%-ით რეკორდულად დაბალ დონემდე დაეცა, რაც 2021 წლის ისტორიული კრახის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა, დღიური ყველაზე მაღალი გაყიდვის შემდეგ. ეს ნაბიჯი, მოვაჭრეების თქმით, არის "ძლიერი სიგნალი", რომ ანკარა შორდება სახელმწიფო კონტროლს და გადადის ვალუტის თავისუფალ ვაჭრობაზე.
ლირა მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც 28 მაისს, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კიდევ ერთხელ აირჩიეს. ოთხშაბათს ის დოლართან მიმართებით, რეკორდულად დაბალ ნიშნულზე, 23,17-ზე დაეცა. შედეგად, წელს ვარდნამ 19%-ზე მეტს მიაღწია.
ასევე ნახეთ: ლირა რეკორდულად გაუფასურდა - ქვეყანა მინისტრთა ახალი კაბინეტის მოლოდინშიწელს, ვალუტაზე კონტროლი ხელისუფლებამ აიღო და გამოიყენა ათობით მილიარდი დოლარის რეზერვები იმისთვის, რომ ლირისთვის სტაბილურობა შეენარჩუნებინა. გასულ თვეში ბანკის სავალუტო რეზერვებმა რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია, მინუს $4,4 მილიარდს. ეს მას შემდეგ, რაც არჩევნების ფონზე "ფორექსზე" - ბანკთაშორის, გარე-საბირჟო ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა.
ერდოღანმა გასულ შაბათ-კვირას თავისი ახალი კაბინეტი წარადგინა და ფინანსთა მინისტრად მეჰმედ შიმშეკი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, დაასახელა, რომელსაც უცხოელი ინვესტორები დადებითად აფასებეენ და ახასიათებენ. მოგვიანებით შიმშეკმა თქვა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა "რაციონალურ" ნიადაგზე უნდა დაბრუნდეს.
ბაზრები ასევე ელოდებიან ცენტრალური ბანკის ახალი მმართველის დანიშვნასაც, რომელიც შეცვლის საჰაფ კავჩიოღლუს, რომელიც განაკვეთების შემცირებას ერდოღანის არაორდინალური პოლიტიკის პირობებში ხელმძღვანელობდა.