ლირა 30%-ით გაუფასურდა, თურქეთი კი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. არსებული ვითარების გამო გარკვეული თანამდებობის პირები თანამდებობებს ტოვებენ.
რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა დატოვა თანამდებობა, რამდენიმე საათის წინ კი განცახდება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბერატ ალბაირაკმა გააკეთა, რომელიც ქვეყნის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ალბაირაკმა წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. საერთაშორისო პრესა წერს, რომ რეალურად ფინანსთა მინისტრი მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა სიმამრმა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თანამდებობაზე ცენტრალურ ბანკში ყოფილი მინისტრი დანიშნა, რომლის პოზიციებსაც ალბაირაკი არ იზიარებს.
ასევე ნახეთ: ალიევის ცნობით, შუშას აზერბაიჯანი აკონტროლებს"მე გადავწყვიტე, რომ აღარ შემიძლია გავაგრძელო მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა და 5 წლიანი მუშაობის შემდეგ ვტოვებ თანამდებობას. მიზეზი ჩემი გადაწყვეტილების ჯანმრთელობის პრობლემებია,"- წერია ფინანსთა ყოფილი მინისტრის განცხადებაში. მანამდე, სანამ ის ფინანსთა მინისტრი გახდებოდა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.
ალბაირაკის მინისტრობის პერიოდში თურქული ლირა საერთო ჯამში 45-ი პროცენტით გაუფასურდა და ქვეყანამ ორი დიდი ეკონომიკური კრიზისი გაიარა.