ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალიევის ცნობით, შუშას აზერბაიჯანი აკონტროლებს


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა.

"დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!" - განაცხადა მან.

სომხური მხარის განცხადებით, ბრძოლები შუშაში ისევ გრძელდება.

ქალაქი შუშა, რომელიც საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაზე, სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში მდებარეობს, მნიშვნელოვანი სამხედრო დანიშნულების ადგილია. თუმცა ეთნიკური სომხები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს არ აღიარებენ. ისინი სომხეთის ხელისუფლების დახმარებით, თავად მართავენ ადგილობრივ საქმეებს მას შემდეგ, რაც 1994 წლის ომში, აზრებაიჯანის არმიამ რეგიონიდან უკან დაიხია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG