თურქეთის სასამართლომ 4 ჟურნალისტი გაათავისუფლა

თურქეთის სასამართლომ 4 ჟურნალისტი გაათავისუფლა, რომელთაც ქვეყნის პრემიერ მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ შეთქმულებაში ედებოდათ ბრალი. ოთხი გათავისუფლებულიდან ორი, ნადიმ სენერი და აჰმეტ სიკი, საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტები არიან. მათ ციხეში ერთი წელი დაჰყვეს. პატიმრობაში ჯერ კიდევ იმყოფება კიდევ 6 ჟურნალისტი. მათ ე.წ. ერგენეკონის გეგმაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. მთავრობის განცხადებით, დაჯგუფებას სამხედრო გადატრიალება და ტერორისტული აქტები ჰქონდა დაგეგმილი.