დღეს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ამერიკაში გამგზავრების მსურველი თურქეთის მოქალაქეებისთვის სრულ სავიზო მომსახურებას განაახლებს.
წლის დასაწყისში, სტამბულის საკონსულოს თანამშრომლის, მეთინ თოფუზის ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრების საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა თურქეთში ყველა არასაიმიგრაციო სავიზო მოსახურება შეაჩერა. ამერიკაში სავიზო მომსახურება თურქეთმაც შეაჩერა.
სახელმწიფო დეპარტამენტის დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოქტომბრის შემდეგ თურქეთმა შეასრულა პირობა, რომ საელჩოს ადგილობრივი თანამშრომლების წინააღმდეგ გამოძიება და „ოფიციალური მოვალეობების შესრულების დროს“ დაკავება არ მოხდებოდა. ასევე, მომავალში, ადგილობრივი პერსონალის დაკავებამდე ან დაპატიმრებამდე თურქეთი შეერთებულ შტატებთან კონსულტაციას გაივლის.