აქცია თურქეთის სასამართლოს შენობის წინ

თურქეთში აქციის ასობით მონაწილე სასამართლო შენობის წინ შეიკრიბა, რომლებიც ხანშიშესული ორი გენერლის ირგვლივ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას მხარს უჭერენ. ამასთანავე, ისინი ყველა იმ ადამიანის დაკითხვას მოითხოვენ, ვინც გადატრიალების საქმეში უშუალოდ იყო ჩართული. ამ ფაქტმა პოლიტიკური პარტიების იშვიათი ერთიანობა გამოხატა.

თუქრეთში 32 წლის წინ მომხდარ გადატრიალებას წამება, სიკვდილით დასჯა და ადამიანების იძულებით გაუჩინარება მოჰყვა.

სასამართლოს შენობის გარეთ გადატრიალების ამსახველი ფოტოებიც გამოიფინა.

94 წლის კენან ევრენსა და ყოფილ საჰაერო ძალების უფროსს ტაჰსინ საჰინკაის ბრალი არაკონსტიტუციურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის ედება. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ამიტომ ისინი სასამართლო დარბაზში არ იმყოფებიან.

სტამბოლის ქუჩებში გამოსული მოსახლეობა თავის დამოკიდებულებას შეძახილებით ხატავს.

„მეტად მნიშვნელოვანი პროცესია; ერთგვარი დროის გამოცდაცაა... მაგრამ ეს სასამართლო საკმარისი არ არის, უფრო მეტია გამოსაძიებლი,-“ ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.

გენერალი ევრენი თურქეთის შეირაღებულ ძალებს 1980-იან წლებში ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გამოცხადა ქვეყანაში სამხედრო კონტროლი. თავადაპირველად ამ ფაქტს საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ამ ყველაფერს პოლიტიკური დაძაბულობა მოჰყვა, რომელმაც თურქეთის ისტორიას მძიმე კვალი დაასვა. უმკაცრეს სამწლიან სამხედრო მმართველობას ადამიანთა წამების ათასობით ფაქტი სდევდა თან. დეფინ სანდალი ამ წლებს ასე იხსენებს:

„სამხედრო გადატრიალების შემდეგ ორჯერ დამიჭირეს. პატიმრობის დიდი ნაწილი სპეციალურ იზოლატორში გავატარე... იქ წამების და ტანჯვის გარდა არაფერი ხდებოდა...“

პუტჩისტების წინააღმდეგ დაწყებულ სასამართლო პროცესს თავად ამერიკაში არსებული „ჰუმან რაითს ვოჩიც“ მიესალმება, თუმცა მიიჩნევს რომ დანაშაულის გამოძიება მხოლოდ ვიწრო მასშტაბით ხდება. ადამიანის უფლებათა დაცვის თურქი წარმომადგენელი ემა სინქლაირ ვები აღნიშნავს რომ:

„გენერლები არა მარტო გადატრიალების გამო უნდა გასამართლდნენ, არამედ ყველა იმ საშინელებისათვის, რაც მათი მართველობის დროს მოხდა; იქნება ეს ადამიანის წამება, დაპატიმრება თუ სხვა რამ...“

აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტი ჩენგიზ ავატარი ვარაუდობს რომ სასამართლო პროცესს არა მარტო სამართლიანობის დატვირთვა აქვს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თურქეთში დემოკრატიის განვითარებისათვის:

„ამ გენერლებმა ყველაფერი გააკეთეს წინასწარ ისე რომ სასამართლოში არ მოხვედრილიყვნენ... სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სათანადოდ იყოს გამოძიებული ყველა დეტალი..“

თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში სამხედროების მმართველობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. 1960 -იანი წლებიდან მოყოლებული, სამხედროებმა რამდენჯერმე სცადეს სამოქალაქო ხელისუფლების შეცვლა; ყველაზე ბოლოს ანალოგიური ფაქტი 1997 წელს მოხდა. თუმცა თურქეთის ახლანდელმა პრემიერმა - რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და მისმა კაბინეტმა, ხელისუფლებიდან, საბოლოოდ ჩამოიშორა სამხედრო ძალის მმართველობა. გენერლების უმრავლესობის საქმე კვლავ სასამართლოს განხილვის ქვეშაა; თუმცა ამ ბოლო შემთხვევამ არა მარტო თურქეთის ისტორიის ბნელი ნაწილის გადაფარვა შეძლო, არამედ ქვეყანაში დემოკრატიის აღმავლობასაც შეუწყო ხელი.