ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავშირი წამების წინააღმდეგ


წამება გულისხმობს სახელმწიფო პირის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალიზირებულია ეს საკითხი საქართველოში, ანუ, შესულია სისხლის სამართლის კოდექსში როგორც დასჯადი მუხლი, არ ხდება ამ მუხლების აქტიური გამოყენება.

თბილისში პირველად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ექიმების, ფსიქოლოგების, იურისტების მონაწილეობით წამების საწინააღმდეგო სამუშაო ჯგუფი დაარსდა.

”ეს თემა ყველა სახელმწიფოში აქტუალურია, თუმცა უფრო აქტუალურია ქვეყნებისთვის, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა” - ამბობს ცენტრ ”ემპათიას” ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი მაკა ჯიშკარიანი:

” - მთელი ჩვენი მოღვაწეობა მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველოში გამართული იყოს კანონმდებლობა და იძლეოდეს კანონმდებლობა საშუალებას მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წამების ფაქტების დოკუმენტირება. წამებაზე როდესავ ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ასევე არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას. ეს სტანდარტები თუ არ იქნა დანერგილი, შესაბამისად გამოძიების ეფექტურობა იქნება ნაკლები და არის კიდევაც საქართველოში, ვინაიდან უკვე აღიარებულია, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც საქართველოს აქვს დღესდღეობით, არის დაუსჯელობის პრობლემა, როდესაც ადამიანები, სახელმწიფო პირები არ ისჯებიან.

წამება გულისხმობს სახელმწიფო პირის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალიზირებულია ეს საკითხი საქართველოში, ანუ, შესულია სისხლის სამართლის კოდექსში როგორც დასჯადი მუხლი, არ ხდება ამ მუხლების აქტიური გამოყენება. ამის გამო ძალიან ბევრი შემთხვევა შემდეგ შედის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რა თქმა უნდა აგებს ჩვენი ქვეყანა, წაგება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უწევს ფულის გადახდა. თანხას იღებს დაზარალებული, მაგრამ იხდის სახელმწიფო და არა ის ადამიანი, ვის გამო ქვეყანამ წააგო ეს საქმე. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ეფექტური გამოძიების სისტემა, ასევე სასამართლომ უნდა გაიზიაროს ევროსასამართლოს სტანდარტები, რომ არ გახდეს შემდეგ ქვეყნის გარეთ საპოვნელი სამართალი”..

საქართველოში ერთადერთი დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრ ”ვექტორის” დირექტორი ალექსანდრე გეჯაზე თვლის, რომ ქვეყანაში მრავალი სამედიცინო პროფილის საექსპერტო დაწესებულება უნდა ფუნქციონირებდეს:

” მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით მთელი მონოპოლია აღებული აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ანუ ფაქტიურად სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებას. საგამოძიებო ორგანოები, როგორც წესი, ექსპერტიზებს ნიშნავენ მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებაში, ამ დროს სამართლებრივად საპროცესო სამართალწარმოების ნორმებიდან გამომდინარე მათ შეუძლიათ ექსპერტიზა დანიშნონ კერძო სექტორში, ჩვენს ცენტრში ”ვექტორში”, მაგრამ ეს არ ხდება.

რაც შეეხება ადამიანებს.. ჩვეულებრივ ჩვენ ვემსახურებით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.. შეუძლიათ დაზიანება მიყენებულ, ნაცემ , ნაწამებ ადამიანს მომართოს ჩვენს ცენტრს, არის ასეთი შემთხვევები, მოდიან, ვსინჯავთ, ვიძლევით დასკვნებს, მაგრამ სამწუხაროდ, მოსამართლე, სასამართლო, გამოძიება ნაკლებად ითვალისწინებს დამოუკიდებელი, კერძიო საექსპერტო დაწესებულების დასკვნებს, რამეთუ პირდაპირი ზეგავლენაა პროკურატურის მოსამართლეზე. ეს ცალსახა და სამწუხარო ფაქტია.

ჩვენი დასკვნები-როდესაც აქ ვერ პოულობენ სამართლიან გამოსავალს ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები ამა თუ იმ სასამართლო ინსტანციებში, შესაბამისად ბოლო გამოსავალია ევროპის სასამართლო, სტრასბურგი. სწორედ სტრასბურგში არის ძალიან ბევრი ჩვენი ცენტრის დასკვნა პატიმრების მდგომარეობაზე, შესაბამისად სტრასბურგიდან ხდებოდა და ხდება ზეწოლა რეკომენდაციების, მითითებების სახით პენიტენციალურ სისტემაზე. ზოგიერთ შემთხვევაში იზიარებენ სტრასბურგის რეკომენდაციას ჩვენი დასკვნების საფუძველზე და ხდება გარკვეულწილად შემსუბუქება ამა თუ იმ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის”.

”მართლმსაჯულების ინტერესებშია პირველ რიგში ჰქონდეს ძალიან დასაბუთებული , ძალიან კვალიფიციური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა” - ამბობს ცნობილი ადვოკატი, იურიდიული ექსპერტი ლია მუხაშავრია:

”საერთო ტენდენციაა, დასაბუთებული განაჩენები არ გამოდის.დაუსაბუთებულ განაჩენში არ არის საჭირო ექსპერტიზის დასკვნა, მაშინ ადვილია ქოთანს საითაც გინდა იქ მოაბა ყური. და მეორე, მონოპოლისტურ მდგომარეობაში თუ ჩააყენებ ვინც არ უნდა იყოს.. სამხარაულის ბიურო სულ რომ ყოფილიყო ყველაზე საუკეთესო მთელ მსოფლიოში, იმის გამო რომ ის არის მონოპოლისტი, იმის გამო რომ მას არ ეშინია კონკურენციის , იქაც ხარისხი დაიკარგა. სახელმწიფოს ნება სწორედ ის უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ბევრი იყოს საექსპერტო დაწესებულება, სადაც გადამოწმდება სამხარაულის დასკვნაც და სხვებისაც.”

XS
SM
MD
LG