ანკარამ სირიის საზღვრის მახლობლად რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემების განლაგების თხოვნით ნატოს მიმართა
თურქეთის მიერ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის დახმარების თხოვნა სირიის მხრიდან საპასუხო დარტყმის საშიშროებამ გამოიწვია.
ანკარა დიდი ხანია სირიელ მეამბოხეებს ეხმარება და თავისი საზღვრების უსაფრთხოების გამყარება „პატრიოტის“ ანტი-სარაკეტო სისტემების საშუალებით სურს.
როგორც გაზეთ „ჰურიეთ დეილი ნიუსის“ კორესპონდენტი, სემი იდიზი აცხადებს: „სირიაში სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება და პრეზიდენტმა ასადმა შესაძლოა ბალისტიკური რაკეტების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს. თურქეთის თხოვნა სამხედროების ინიციატივით არის გამოწვეული.“
ანკარას ოფიციალურმა მიმართვამ ნატოსადმი რეგიონის უძლიერესი ქვეყნების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. რუსეთმა და ირანმა მკაცრად გააკრიტიკეს თურქეთის ხელისუფლება და მისი ეს ნაბიჯი პროვოკაციად მონათლეს.
როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ ანკარას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლოა პირველი ნაბიჯი იყოს სირიის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადების გზაზე და სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების განადგურებას ისახავდეს მიზნად.
თუმცა, თურქეთის პრემიერ მინისტრი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ეს ღონისძიება მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს. მისი თქმით: „არავინ არ უნდა სცადოს თურქეთის წინადადების თავისებული ინტერპრეტაცია. თურქეთის გადაწყვეტილება თავდაცვის აუცილებლობით არის გამოწვეული.“
ჯერჯერობით უცნობია თანხმობის შემთხვევაში ნატო „პატრიოტის“ რამდენ სისტემას განათავსებს თურქეთში, რომელსაც 900 კილომეტრის საზღვარი გააჩნია სირიასთან.
როგორც სამხედრო ექსპერტი მეჰან დემირი აცხადებს, „პატრიოტის“ სიტემებს საზღვრის დაცვის მხოლოდ მინიმალური უზრუნევლყოფა შეუძლია, მიუხედავად ამისა „პატრიოტების“ განლაგებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით: „ამ რაკეტებს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა გააჩნიათ. ეს მკაფიო გზავნილი იქნება სირიის ხელისუფლებისთვის, რომ თურქეთი მარტო არ არის და მას ნატო უჭერს მხარს.“
როგორც სტამბოლის ოკანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე, მუსტაფა ქიბრაოღლუ აცხადებს, ნატოს მიერ ამ სისტემების განლაგებაზე თანხმობა მთელ რეგიონში შეცვლის სტრატეგიულ ვითარებას და სირიასთან შედარებით გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.
მისი თქმით: „ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელობის მიუხედავად აქ ევროპელი მოკავშირეების პოზიციაა საინტერესო, რომლებიც წარსულში ყოველთვის თავს იკავებდნენ თურქეთის უპირობო მხარდაჭერისგან, ახლა კი პირიქით ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ იდეას, რაც შესაძლოა მხოლოდ სირიის მნიშვნელობით არ იყოს გამოწვეული, რადგან აქ ისრაელის და ირანის დაპირისპირების ფაქტორიც მოქმედებს.“
ბატონი ქიბრაოღლუს განცხადებით, ნატოს მიერ თურქეთის ტერიტორიაზე რაკეტების განლაგების შემთხვევაში ეს წლების განმავლობაში გაგრძელდება.
ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა სპარსეთის ყურის პირველი ომის დროსაც დროებით განალაგა პატრიოტის სისტემები თურქეთ ერაყის საზღვარზე, მაგრამ თუ ეს დღესაც განმეორდება მთელი ალიანსის სტრატეგიის შეცვლას გამოიწვევს.