რუსეთი ეწინააღმდეგება ნატოს მიერ პატრიოტის ტიპის რეკეტების განლაგებას თურქეთ-სირიის საზღვარზე. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, თურქეთის მიერ რაკეტების განლაგების მოთხოვნა "რეგიონში სტაბილურობის გამყარებას არ ემსახურება." ამ ფონზე შედგა ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა თურქეთის მოთხოვნასთან დაკავშირებით. შეხვედრას წინ უსწრებდა ანკარას და ნატოს მოლაპარაკებები სირიასთან 900 კილომეტრიანი საზღვრის უსაფრთხოების დაცვის შესახებ და სამოქალაქო ომის სირიიდან თურქეთის ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დასძინა, რომ რაკეტების განლაგება საზღვარზე გაზრდის თურქეთის თავდაცვით შესაძლებლობებს.
თავის მხრივ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დასძინა, რომ რაკეტების განლაგება საზღვარზე გაზრდის თურქეთის თავდაცვით შესაძლებლობებს.