თურქ ჟურნალისტებს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

თურქეთში ორი ადგილობრივი ჟურნალისტის სასამართლო პროცესი განახლდა. მათ ბრალად ედებათ ჯაშუშობა და ტერორისტული ორგანიზაციის დახმარება საკუთარი რეპორტაჟებით, რომელიც მთავრობას სირიისთვის იარაღის ფარულ მიწოდებას სწამებდა.

სასამართლო დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ბრალდებულები გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ მთავარი რედაქტორი და ანკარის ბიუროს ხელმძღვანელი არიან. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში მედიის წარმომადგენლებს სამუდამო პატიმრობა ელის.