თურქეთის ევროკავშირში წევრობის ამბიცია საფრთხეშია

თურქეთის განაცხადი-გახდეს ევროკავშირის წევრი-საფრთხეშია, მას შემდეგ, რაც კავშირის აღმასრულებელმა შტომ სამშაბათს განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ანკარის ბრძოლით დემოკრატიის გაძლიერების გზაზე დ ქვეყნის ჩავარდნებით კორუფციასთან ბრძოლის მხრივ.

ევროკომისიის მიერ თურქეთზე მომზადებულ ანგარიშში ხაზგასმულია ძალაუფლების კონცენტრაცია პრეზიდენტ ერდოღანის ხელში, რამაც ეკონომიკა დაასუსტა და ჩამოშალა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის მთავრობა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე და დამხმარე ჯგუფებზე ზეწოლას ახდენს.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ თურქეთი "ბლოკის პარტნიორად რჩება", თუმცა ქვეყანა ვარდნას აგრძელებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

ასევე ნახეთ: სირიული ორგანიზაცია: თურქეთი აზერბაიჯანში სირიელ მებრძოლებს გზავნის

თურქეთის ხელისუფლებამ, რომელმაც ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანების მიზნით 2005 წელს დაიწყო, აღნიშნული ანგარიში დაგმო, როგორც მიკერძოებული.