უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი -ალექსანდრე ტურჩინოვი- აცხადებს, რომ არმიამ პრორუსი სეპარატისტების ორი სამხედრო ბაზა გააუვნებელყო
ალექსანდრე ტურჩინოვმა დღეს უკრაინის პარლამენტში განაცხადა, რომ სახელისუფლებო ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სეპარატისტთა ორი სამხედრო ბაზა გაანადგურეს. უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი მათგანის გაუვნებელყოფა ქალაქ კრამატორსკთან ღამით ჩატარებული ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი, მეორე კი იქვე, ქალაქ სლავიანსკთან მდებარეობდა. ტურჩინოვის ცნობით, უკრაინის არმია სლავიანსკის სატელევიზიო ანძასაც აკონტროლებს.
ოთხშაბათს უკრაინაში ეროვნული გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. მასში არ იღებენ მონაწილეობას ის პრორუსი სეპარატისტები, რომელთაც კიევისგან დამოუკიდებლობის მიზნით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში „სუვერენიტეტი“ გამოაცხადეს. პროცესი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე დაიწყო, ეუთოს მიერ მხარდაჭერილი გეგმის ნაწილია. ანალიტიკოსების აზრით, მოლაპარაკებებზე სეპარატისტთა არყოფნა განამტკიცებს იმ ვარაუდს, რომ ქვეყანაში ეთნიკური დაძაბულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც უკრაინას დანაწევრებით ემუქრება.
კვირას ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები მოსკოვისგან პასუხს ჯერ კიდევ ელოდებიან. სეპარატისტთა ლიდერებმა რუსეთს უკრაინის აღნიშნული ტერიტორიების ფედერაციაში შეყვანა ფორმალურად მოსთხოვეს. კრემლი პასუხისგან თავს იკავებს. ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა „ამაზე ახლოს სამოქალაქო ომთან ვერ იქნება“ და რომ აუცილებელია ისეთი გამოსავალი მოიძებნოს, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონისთვის მისაღები გახდება.