ტუნისში დაძაბულობაა

ჩოკრი ბელეიდის დასაფლავებას ათობით ათასი აღშფოთებული ადამიანი დაესწრო
დღეს, მოკლული ოპოზიციონერის ჩოკრი ბელეიდის დასაფლავებას ათობით ათასი აღშფოთებული ადამიანი დაესწრო. გაისმოდა ანტი ისლამური სლოგანები. დემონსტრანტები ბელეიდის სურათებით ხელში ოპოზიციის დაღუპულ ლიდერს ადიდებდნენ და პარალელურად, მართველი ისლამისტური პარტია ენაჰადას ლიდერს, რაშიდ ღანუჩის, კრიმინალის ეპითეტებით ამკობდნენ.
ბელეიდს ოთხშაბათს საკუთარი სახლიდან გამოსვლის შემდეგ ესროლეს. რამდენიმე საათში ტუნისის პრემიერ მინისტრმა მთავრობის დათხოვნის გეგმა გამოაცხადა, რასაც ოპოზიცია მოწონებით შეხვდა.