ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისში საპროტესტო გამოსვლებია


გადაკეტილია დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, დემონსტრაციები მიმდინარეობს ქვეყნის სხვა მრავალ ქალაქში

ტუნისი ისევ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ათასობით ტუნისელი ოპოზიციის ლიდერის მკვლელობას აპროტესტებს. რადიკალური პარტიები მიღწეული დემოკრატიული გარდაქმნების ხელყოფით იმუქრებიან.

ტუნისის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას ბევრი მტერი ჰყავს, რომელთაც რევოლუციის მონაპოვართა გაუფასურება სურთ. მან დაგმო ოპოზიციის ლიდერის -ჩოკრი ბელაიდის- მკვლელობა, რომელიც დიდი ხნის მეგობრად მოიხსენია. პრეზიდენტი მონსეფ მარზუკი სიტყვით სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე გამოვიდა.

ქალაქი ტუნისი, რომელიც ქვეყნის დედაქალაქიც არის და მისი უმსხვილესი დასახლებული პუნქტი, მღელვარებამ მოიცვა. გადაკეტილია ცენტრალური გამზირი. დემონსტრაციები მიმდინარეობს ქვეყნის სხვა მრავალ ქალაქში. არსებობს ვარაუდი, რომ რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობა რელიგიური ექსტრემისტების ხელით არის ჩადენილი, რომლებიც ტუნისის დემოკრატიულ გარდაქმნებს ეწინააღმდეგებიან.
XS
SM
MD
LG