ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე თავის კანდიდატს დაასახელებს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოსამართლე ენტონი კენედის შემცვლელს დაასახელებს, სენატში რესპუბლიკელთა და დემოკრატთა შორის მისი დამტკიცების საკითხზე ბრძოლა დაიწყება.
რესპუბლიკელებს სენატში მხოლოდ მცირე უმრავლესობა აქვთ, დემოკრატები კი სრულად არიან მობილიზებულნი იმისთვის, რომ პრეზიდენტის კანდიდატურა არ დამტკიცდეს.
დონალდ ტრამპმა ორშაბათ დილით "ტვიტერზე" დაწერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც კი ამეირკის პრეზიდენტმა შეიძლება მიიღოს, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოასამართლის შერჩევაა. მან პირობა დადო, რომ მიუკერძოებელ ადამიანს შეარჩევს, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემს კანონსა და კონსტიტუციას და კანონის "განმარტვას შეძლებს ისე, როგორც ის არის დაწერილი". ტრამპმა მონტანაში სიტყვით გამოსვლისას მხარდამჭერებს უთხრა, რომ ისინი მისი არჩევანით ძალიან კმაყოფილნი დარჩებიან.