ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოველწლიურ ღონისძიებაზე გამოვა სიტყვით, რომელიც აბორტის საწინააღმდეგო კამპანიის ნაწილია.
მსვლელობა პარასკევს ვაშინგტონში გაიმართება და პრეზიდენტი თეთრი სახლიდან სატელიტით ჩაერთვება დემონსტრანტებს. ის მესამე პრეზიდენტი იქნება, რომელიც ამ ყოველწლიური ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მანამდე მსგავსი მიმართვა მხოლოდ რონალდ რეიგანმა და ჯორჯ ბუშმა გააკეთეს.
აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტები იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს მათ მცდელობას იმისათვის, რომ აბორტი კანონგარეშე ქმედება გახდეს.
45 წლის წინ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აბორტი შეერთებულ შტატებში ლეგალური გახდა.