ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს, რომელიც პოლიციის რეფორმას ისახავს მიზნად. ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რეფორმა „მეტი ინვესტიციის და კარგი პრაქტიკის წახალისებისკენ“ იქნება მიმართული.
ასევე ნახეთ: ლუისშვილში ანტირასისტული აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტესრეფორმის მთავარი ნაწილი მასერთიფიცირებელი ორგანოს შექმნა იქნება, რომელიც ოფიცრებს გაწვრთნის დე-ესკალაციისა და ძალის გამოყენების განახლებული სტანდარტებით.
ასევე ნახეთ: ტრამპი სამ თვის განმავლობაში პირველ აქციას გამართავსკიდევ ერთი ნაწილი, ეგრეთწოდებული, თანა-რეაგირების სამსახური იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არაძალადობრივ გამოძახებებზე პოლიციის ოფიცერთან ერთად სოციალური მუშაკიც წავა, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური აშლილობების და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების შემთხვევაში.
ამ ბრძანების პარალელურად, კონგრესში უფრო ყოვლისმომცველ რეფორმას განიხილავენ, რომლის მიღებასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება.