ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუს: რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დავაკავეთ


თბილისში რუსეთის მოქალაქის ვასამბეკ ბოკოვის აყვანის კადრები 12.06.2020
თბილისში რუსეთის მოქალაქის ვასამბეკ ბოკოვის აყვანის კადრები 12.06.2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) გვიან საღამოს, „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მომზადების საქმეზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ კონტრტერორისტულმა ცენტრმა 12 ივნისს, თბილისში, რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი სწორედ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავა.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა"
სუს-ის განცხადებიდან


"ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი.

გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული. დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია

დღეს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 12 ივნისს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, დაკავებული, რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გინების გამო რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა. დამატებით ცნობილია, რომ ბოკოვი საქართველოში დაახლოებით 4 თვის წინ ჩამოვიდა და აცხადებდა, რომ ბიზნესის დაწყება სურდა. ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მანაც ეთერიდან გაიგო და არ გაკვირვებია:

სულ მაფრთხილებდნენ ფრთხილად იყავი, საზღვარგარეთ, როდესაც მიდიხარ, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია დღემდე არ მქონდა, ნიკას ნათქვამი მეც პირდაპირ ეთერში მოვისმინე
გიორგი გაბუნია, მთავარი არხის წამყვანი


„სულ მაფრთხილებდნენ ფრთხილად იყავი, საზღვარგარეთ, როდესაც მიდიხარ, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია დღემდე არ მქონდა, ნიკას ნათქვამი მეც პირდაპირ ეთერში მოვისმინე“ - თქვა გაბუნიამ.

11 თვის წინ, 2019 წლის ივლისში, რუსთავი 2-ის ეთერში, გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმში” რუსეთის პრეზიდენტს რუსულ ენაზე მონოლოგი მიუძღვა და უშვერი სიტყვებით აგინა.

მოგვიანებით გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა და სიკვდილით დაემუქრა. "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს, თორემ პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს" - თქვა მაშინ კადიროვმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG