ტრამპმა უკრაინას “დანგრეული” ქვეყანა უწოდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 25 სექტემბერს ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩეველთან შეხვედრისას უკრაინა მუქ ფერებში და ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, თქვა რა, რომ იქ “ხალხი” მკვდარი და “ქვეყანა დანგრეულია, “ რამაც კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებებში რამდენად დათმობს უკრაინის პოზიციებს, თუ პრეზიდენტი გახდება. ტრამპს ადრეც უთქვამს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დათმობებზე უნდა წასულიყო და რომ “მაშინდელი უარესი გარიგებაც კი, დღეს არსებულ ვითარებაზე უკეთესი იქნებოდა”.

ასევე ნახეთ: ტრამპის გუნდი ორბანის პასუხად ამბობს, რომ ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება

ტრამპი, რომელიც კრიტიკულად უყურებს უკრაინის დახმარებას, ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობისას უკრაინაში ომი არ გაჩაღდებოდა და რომ იქ მიმდინარე ომს ის ადვილად დაასრულებს.