პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნოემბრის არჩევნებში მისი ოპონენტის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გონებრივ სისხარტეს.
გადაცემა „ფოქს ნიუს სანდეისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენი „არ არის კომპეტენტური პრეზიდენტობისთვის.“ მან ასევე თქვა, რომ „ბაიდენს ორი წინადადების ერთად დალაგება არ შეუძლია.“
„მას გამოაგორებენ. ის [სცენაზე] ადის - ის იმეორებს - მას კითხვებს უსვამენ. ის სუფლიორიდან კითხულობს და შემდეგ თავის სარდაფში ბრუნდება,“ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. „თქვენ მითხარით სურს თუ არა ეს ამერიკელ ხალხს მაშინ, როცა სხვა ქვეყნები ცდილობენ ზიანი მოგვაყენონ?“
ასევე ნახეთ: „დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“ - დონალდ ტრამპი პროფილში
ტრამპის კამპანიამ საარჩევნო რეკლმების გაშვება დაიწყო, რომლებიც 77 წლის ჯო ბაიდენის გონებრივ სისხარტეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუ ბაიდენმა 3 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვა, ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იქნება. ამჟამად, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი 74 წლის დონალდ ტრამპია.
ბაიდენმა განცხადება კვირასვე გააკეთა და ძირითადად კორონავირუსის პანდემიაზე ისაუბრა. მისი თქმით, „უკვე დიდი ხანია მოვიდა დრო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარი თავის გარდა ვინმე სხვასაც მოუსმინოს იმაზე, თუ როგორ ებრძოლოს ამ ვირუსის, რადგან გადაბმულად ექვსთვიანი მომაკვდინებელი არასწორი მართვის შემდეგ, ის კიდევ უფრო უკონტროლოდ ვრცელდება.“
„ფოქს ნიუსის“ წამყვანმა კრის უოლესმა ინტერვიუს დროს ტრამპს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა ის, რომ ბაიდენი სიბერის გამო სათანადოდ ვეღარ აზროვნებს.
„არ მინდა მაგის თქმა. იმას ვიტყოდი, რომ ის არ არის კომპეტენტური პრეზიდენტობისთვის,“ თქვა ტრამპმა. „იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყო, უნდა გქონდეს გამჭრიახი გონება და იყო მაგარი და კიდევ ბევრი სხვა რამ... ჯომ არ იცის, რომ ცოცხალია. მან არ იცის, რომ ის ცოცხალია,“ დასძინა ტრამპმა.
ასევე ნახეთ: „ამერიკის სულის გადასარჩენად“ - ჯო ბაიდენი პროფილშირესპუბლიკელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი დემოკრატი ოპონენტისთვის რომ დაესვათ ისეთი მძაფრი შეკითხვები, როგორსაც მას კრის უოლასი უსვამდა, ბაიდენი მიწაზე დაჯდებოდა და იტყოდა „დედიკო, დედიკო, გთხოვ სახლში წამიყვანეო.“
ტრამპმა განაცხადა, რომ ის ნოემბერში ბაიდენს დაამარცხებს, მიუხედავად იმისა, რომ „ფოქსის“ ეროვნული განოკითხვების თანახმად, ბაიდენს მოსახლეობის 49% უჭერს მხარს, ტრამპს კი 41%. რამდენიმე გამოკითხვის დაჯამებული შედეგებით, „რიალ ქლიარ პოლიტიკს“ აცხადებს, რომ ბაიდენი ტრამპს 8.6 პროცენტით ჩამორჩება.
ტრამპმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე, აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ ის არჩევნებში დამარცხდება.
Your browser doesn’t support HTML5
„ეს არ იცი, სანამ არ შეხედავ, რა ხდება. გააჩნია,“ თქვა მან. პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად ზოგიერთი დემოკრატისა და რესპუბლიკელის მიერ არჩევნებში ხმის წერილობით მიცემის დამტკიცება „არჩევნებს გააყალბებს.“
„მე არ ვარ კარგი წამგები. არ მომწონს წაგება. ხშირად არ ვაგებ. არ მომწონს წაგება,“ თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.
ბოლო 40 წლის განმავლობაში, ამერიკას ორი პრეზიდენტი ჰყავდა, რომელიც ქვეყანამ მეორე ვადით არ აირჩია. ეს 1980 წელს ჯიმი კარტერი და 1992 წელს უფროსი ჯორჯ ბუში იყო.