ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრით კმაყოფილია

ული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა დათმოს ბირთვული არენალი „ძალიან მალე“ დათმოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა სინგაპურში სამიტის დასრულებისთანავე განაცხადა.

ეს ისტორიული შეხვედრაა. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია პროგრესი, რომელიც დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ უნის შეხვედრას მოჰყვება.

დეტალებს არც ორი ლიდერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მოიცავდა. ჩრდილოეთ კორეა „ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების მიმართულებით მუშაობის ერთგული რჩება“ ნათქვამია დოკუმენტში.

„ამ პროცესს ძალიან, ძალიან მალე დავიწყებთ“ - აცხადებს პრეზიდენტი ტრამპი.

საპასუხოდ ტრამპი კორეელ ლიდერს უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება.

ორი ლიდერი ამერიკა ჩრდილოეთ კორეის ისტორიაში ახალ ერას იწყებს. პრეზიდენტი ტრამპი ოპტიმისტურადაა განწყობილი

„შეხვედრა თავმჯდომარე კიმთან იყო პირდაპირი, გულწრფელი და ნაყოფიერი. ჩვენ ერთმანეთი ძალიან მოკლე დროში გავიცანით “

ტრამპი ასევე აცხადებს, რომ სამხრეთ კორეასთან ერთად სამხედრო წვრთნებს შეაჩერებს, ამ წვრთნებს ის ძვირადღირებულ, პროვოკაციულ და შეუსაბამო წვრთნებად აფასებს.

პრეზიდენტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიმთან შეხვედრა სასიამოვნო იყო.

„მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანია. სახალისო პიროვნება, ძალიან გონიერი და ძლიერი მომლაპარაკებელი. მას უყვარს თავისი ხალხი, რაც არ გამკვირვებია. ვფიქრობ არაჩვეულებრივ შეთანხმებას ვიწყებთ. ჩვენ განვაიარაღებთ ჩრდილოეთ კორეას“.

პრეზიდნეტი ასევე ამბობს, რომ შეხვედრაზე ადამიანის უფლებებზე ისაუბრა. ახლა ბევრი რამე კიმზეა დამოკიდებული

„ძველი პრაქტიკა და წინასწარი განწყობები დაბრკოლებად იქცა, მაგრამ ეს ეტაპი გადავლახეთ და ამ დღემდე მოვედით“, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი.

ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპს სათავეში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩაუდგება