ამერიკელების უმრავლესობას პრეზიდენტის მიერ პირველი 5 თვის მანძილზე გადადგმული ნაბიჯები არ მოსწონს. “სი-ბი-ეს ნიუსის” მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, დონალდ ტრამპის რეიტინგი დღეს მხოლოდ 36 პროცენტს შეადგენს.
უახლესი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ტრამპი ამომრჩეველთა 57 პროცენტს არ მოსწონს. აპრილში ეს მონაცემი 41-53 პროცენტს არ აღემატებოდა. თითქმის იგივე შედეგები აჩვენა კვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა გამოკითხვებმა. იქაც პრეზიდენტის ქმედებები ამერიკელთა 38 პროცენტს მოსწონს, 56 კი ქვეყნის ლიდერით უკმაყოფილოა.