კონგრესის წევრები ტრამპის სიძის ნომინირებას ეხმაურებიან

შეერთებული შტატების მიერ არჩეულმა პრეზდიენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ოფიციალურად პოსტს 20 იანვრის შემდეგ დაიკავებს, თავისი სიძე, ჯარედ კუშნერი პრეზიდენტის უფროს მრჩევლად დაასახელა. ამ ნაბიჯს დემოკრატი კანონმდებლების ერთი ნაწილი ეხმაურება, რომლებიც იუსტიციის დეპარტამენტს და მთავრობის ეთიკის ოფისს კითხვას ნეპოტიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ უსვამენ.

კონგრესის 6 წევრის მიერ დაწერილი წერილის ადრესატები გენერალური პროკურორი ლორეტა ლინჩი და შეერთებული შტატების მთავრობის ეთიკის ოფისი არიან. კანონმდებლები 1967 წელს მიღებულ კანონზე მიუთითებენ, რომელიც საჯარო მოხელეს ოჯახის წევრის იმავე სააგენტოში დასაქმებას უკრძალავს, სადაც ის მსახურობს.

კუშნერის ადვოკატი აცხადებს, რომ თეთრ სახლში პოზიციის დაკავებამდე, მისი კლიენტი ნიუ-იორკში, თუ უცხოეთში ყველა თავის ანგარიშს ჩამოცილდება. ის ასევე გადადგება “კუშნერის კომპანიების” ხელმძღვანელის და “ნიუ-იორკ ობზერვერის” გამომცემლის თანამდებობებიდან. 35 წლის ჯარედ კუშნერი 2009 წლიდან ტრამპის ქალიშვილის, ივანკას ქმარია. მას უძრავი ქონების ბიზნესი აქვს და პარალელურად, გამომცემელიც არის. ი