პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატმა ორშაბათს განაცხადა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მალერის გუნდის შეკითხვებს უპასუხებს 2016 წელს ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. ამის შესახებ მან CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს "არ იქნება შოკისმომგვრელი, რადგან მას ამის გაკეთება სურს".
გარდა ამისმა, რუდი ჯულიანიმ, პრეზიდენტის ადვოკატმა თქვა, რომ თუკი დონალდ ტრამპი დათანხმდება იმას, რომ გამომძიებლების შეკითხვებს პირადად უპასუხოს, ის მხოლოდ რუსეთისა და მისი კამპანიის წევრების სავარაუდო კავშირების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
პრეზიდენტი ტრამპი თვეების განმავლობაში აცხადებს, რომ მისი კამპანიის წევრებსა და რუსებს შორის არანაირი კავშირი არ ყოფილა და ასევე, ის არ ცდილობს მალერის გამოძიება დაბლოკოს. თუმცა ის გამოძიებას მაინც "კუდიანებზე ნადირობად" აფასებს.