სენატში ტრამპის დაცვის გუნდი დღეს ბოლო არგუმენტებს წარადგენს

ამერიკის პრეზიდენტის ადვოკატები სენატში მიმდინარე საიმპიჩმენტო სასამართლოზე გამოსვლას სამშაბათს დაამთავრებენ, თუმცა შეკითხვაზე, მოიწვევს თუ არა სენატი დამატებით მოწმეებს, პასუხი ჯერ არ არის.

პრეზიდენტის დაცვის გუნდმა ორშაბათს დემოკრატები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი იმპიჩმენტის პროცესს იარაღად იყენებენ პრეზიდენტის მოსაშორებლად, რომელიც მათ არ მოსწონთ.

პრეზიდენტის დაცვის გუნდის წევრმა კენეტ სტარმა იმპიჩმენტს პოლიტიკური იარაღი უწოდა, რომელსაც პარტიები ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ. მან ასევე დასძინა, რომ წარმომადგენელთა პალატაში დემოკტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ორპარტიული მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცეს. სტარმა იმპიჩმეტი დაახასიათა, როგორც “ჯოჯოხეთი.” სტარი 1998 წელს დამოუკიდებელი იურისტი იყო, როცა მისმა გამოძიებამ პრეზიდენტ ბლ კლინტონის იმპიჩმენტის პროცესს ჩაუყარა საფუძველი.

ასევე ნახეთ: იმპიჩმენტი: დემოკრატები გამხსნელ არგუმენტაციას დღეს ასრულებენ


“მათ, ვისაც კლინტონის იმპიჩმენტი ახსოვს… კარგად ესმით, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ადგილობრივი ომის ტოლფასია. ის მტრობითაა სავსე და ქვეყანას ისე ყოფს, როგორც სხვა არაფერი,” თქვა სტარმა.

ტრამპის გუნდის კიდევ ერთმა წევრმა ადვოკატმა პატრიკ ფიბინმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის საიმპიჩმენტო პროცესი სიმართლის გაგებას არ ემსახურებოდა. 2020 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მან დემოკრატები საქმის ნაჩქარევად წარმართვაში დაადანაშაულა.

ადვოკატმა ჯეინ რასკინმა ყურდღება ტრამპის პერსონალურ ადვოკატ რუდი ჯულიანიზე გაამახვილა. მან თქვა, რომ ჯულიანი “ყურადღების გადასატანი ფერადი” ფაქტორია, რადგან დემოკრატებს საკმარისი სამხილი არ აქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ ტრამპმა დანაშაული ჩაიდინა. მისი თქმთ, თუ ჯულიანი ასეთი საკვანძო ფიგურაა, რატომ ამ მიიწვიეს დემოკრატებმა ის სავალდებულო ჩვენებისთვის კონგრესში.

ასევე ნახეთ: მედია: ბოლტონის წიგნის მიხედვით, ტრამპმა უკრაინას დახმარება ბაიდენის გამოძიების სანაცვლოდ გაუყინა


რასკინმა პრეზიდენტ ტრამპის დემოკრატ მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენზეც ისაუბრა, რომელიც ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია.

დემოკრატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ორი ბრალდების საფუძველზე დაუჭირეს მხარი - ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

სასამართლოს შემდეგ, 100-მა სენატორმა კენჭისყრით უნდა გადაწყვიტოს ტრამპის ბრალეულობა.

ტრამპის დაცვის მთავარი ხაზი შეიძლება ჩავარდეს. მედიაზე დაყრდნობით, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონმა წიგნი დაწერა, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მისი შეინაარსის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ხელნაწერის თანახმად, ტრამპმა პირადად უთხრა ბოლტონს, რომ უკრაინისთვის დახმარების გაყინვას აპირებდა, სანამ უკრაინის მთავრობა ბაიდენების გამოძიების განცხადებას არ გააკეთებდა.

ტრამპი უარყოფს უკრაინასთან ამ ტიპის "გარიგებას" ( სამსახურის გაწევა, სამსახურის სანაცვლოდ ) უარყო და მან ორშაბათს ბოლტონის განცხადების შესახებ განცხადებულ ინფორმაციას “სრული სიცრუე” უწოდა.